ეგვიპტური იეროგლიფების რთული და არაკანონზომიერი მოხაზულობების გამო, ამ დამწერლობის უნიკოდი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მისი შემუშავება დაგეგმილია. მიუხედავად ამისა, არსებობს იეროგლიფების სრული სიის შემცველი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც კოდირებისათვის ASCII ნიშნებს იყენებს. ამასთანავე ამ პროგრამის საშუალებით შესაძლებელია არეულად დალაგებული იეროგლიფების სწორად განლაგება, თავისი ადგილის მიჩენა. ზოგიერთი იეროგლიფის კოდი ემთხვევა ნომერს გარდინერის სიაში ან შესაბამის გამოთქმას. იეროგლიფების ჩაწერის ამ მეთოდს მისი პუბლიკაციის[14] შემდეგ Manuel-de-Codage-Format, ან მოკლედ MdC ეწოდა. ამ წესით კოდირების მაგალითისთვის მოყვანილია ერთერთი ეგვიპტური სტელა (პარიზი, ლუვრის ექსპონანტი) და მისი MdC კოდირება:
sw-di-Htp:t*p i-mn:n:ra*Z1 sw-t:Z1*Z1*Z1 nTr ir:st*A40 i-n:p*w nb:tA:Dsr O10 Hr:tp R19 t:O49 nTr-nTr Hr:Z1 R2 =z:n:Z2 Szp:p:D40 z:n:nw*D19:N18 pr:r:t*D54
|
მოცემული მაგალითიდან ჩანს, რომ გარდა იეროგლიფების დაწერისა, ამ პროგრამას გააჩნია კიდევ ერთი ფუნქცია: შეურჩიოს ცალკეულ იეროგლიფს საკუთარი ადგილი (ზევით, ქვევით ან მთლიანად ცალკემდგომი), არეგულიროს მათი ზომები ისე, რომ ტექსტის მთლიანობა არ დაირღვეს. (შეადარეთ მოცემული ფოტო MdC პროგრამით ჩაწერილ იეროგლიფებს)
ეგვიპტოლოგიური ტრანსკრიფციის ნიშნების ჩასაწერადაც არსებობს სპეციალური ფონტები, რომლებშიც ნიშანთა უმეტესობა სტანდარტული ლათინური ფონტების ნიშნების იდენტურია. განსხვავებულია მხოლოდ ალეფისა და აინია ნიშნები, რომელთაც საკუთარი უნიკოდის ნომრები აქვთ მინიჭებული (Unicode-Block Latin Extended-D). ეს ნიშნები თავმოყრილია უფასო ფონტში Doulos SIL. მხოლოდ იოდის აღმნიშვნელი ნიშანი არის საკუთარი უნიკოდ ნომრის გარეშე.
ნიშნები | ʾ | Ꜣ | ỉ ან ı͗ | i̯ | ï | Ꜥ | u̯ | ḥ | ḫ | ẖ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
უნიკოდი | U + 02BE | U + A722*) | U + 1EC9 ან U + 0131 &U + 0357 | U + 0069 &U + 032F | U + 00EF | U + A724*) | U + 0075 &U + 032F | U + 1E25 | U + 1E2B | U + 1E96 |
ნიშნები | ś | š | ḳ | č | ṯ | ṭ | č̣ | ḏ | ||
უნიკოდი | U + 015B | U + 0161 | U + 1E33 | U + 010D | U + 1E6F | U + 1E6D | U + 010D &U + 0323 | U + 1E0F |