გადამწერის საქმე ძველ ეგვიპტეში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაფასებული პროფესია იყო. ეგვიპტური სიტყვა "სეშ" გამოხატავდა როგორც გადამწერს, ისე თანამდებობის პირს. გასაკვირია, მაგრამ ეგვიპტური სკოლისა და განათლების სისტემაზე ბევრი არაფერია ცნობილი. ძველი სამეფოს პერიოდისათვის ცნობილია ფამულუსის სისტემა: ბავშვები წერას სწავლობდნენ მშობლებისგან ან სხვა, წერა–კითხვის მცოდნე პირებისაგან, რომლებიც თავიდან ბავშვებს დამხმარე სამუშაოებისათვის იყენებდნენ და პარალელურად თანდათან ასწავლიდნენ დამწერლობასაც[15]. შუა სამეფოს პერიოდისათვის გვხვდება სპეციალური დოკუმენტები ბავშვებისათვის, რომლებიც ახალ სამეფოში უკვე კარგადაა განვითარებული. ბავშვების განათლება იწყებოდა ერთ–ერთი კურსივი შრიფტისაგან (იერატიკული, მოგვიანებით დემოტური). იეროგლიფები მხოლოდ ამის შემდეგ ისწავლებოდა და მას ყველა მოსწავლე არ ფლობდა.
შუა სამეფოს ხანიდან არსებობს „წიგნი კემიტი“, რომელიც აშკარად სპეციალურად მოსწავლე ბავშვებისთვისაა დაწერილი. "ხეტის სწავლების" მიხედვით, სარგებლიანია გადამწერის პროფესია და იქვე აღნიშნულია უსარგებლო, არახელსაყრელი პრობესიები, ძირითადად ხელოსნებისა და მიწათმოქმედების საქმიანობები.
No comments:
Post a Comment