Thursday, May 31, 2012

იეროგლიფის ტრანსკრიფცია


ეგვიპტური ტექსტების თარგმნისას ხშირად გამოიყენება ეგვიპტოლოგიური ტრანსკრიფცია — სპეციალური სიმბოლოები (უმეტესად ლათინური შრიფტის მიხედვით შექმნილი), რომლებიც ეგვიპტური იეროგლიფების გამოთქმებს შეესაბამება. ეგვიპტოლოგიური ტრანსკრიფციის მთავარი მიზანია გააადვილოს ეგვიპტური ტექსტის კითხვა და სიტყვების მნიშვნელობების ამოცნობა მათი გამოთქმების საფუძველზე. ტრანსკრიფციის ნიშნები მხოლოდ ფონეტიკური ხასიათის იეროგლიფის გამოთქმებს გადმოგვცემენ, ხოლო დეტერმინატივებისა და სხვა გამოთქმის არმქონე იეროგლიფების აღმნიშვნელი ნიშნები სამეცნიერო ტრანსკრიფციაში არ არსებობს. ეგვიპტური დამწერლობისათვის არსებობს რამდენიმე სხვადასხვაგვარი ტრანსკრიფცია, თუმცა თითოეული მათგანი ერთმანეთისაგან მხოლოდ ტრანსკრიფციის ნიშნებით განსხვავდება, ხოლო საფუძველი ყველას ერთი აქვს. მაგალითად ეგვიპტური იეროგლიფის
T
გამოთქმას IPA სისტემოთ შეესაბამება /tš/ ბგერა, ზოგიერთი მეცნიერი მისი ტრანსკრიბირებისას  ამ ნიშანს იყენებს, ზოგი კი – č ნიშანს. ინტერნეტში წერისას ყველაზე ხშირად გამოიყენება ტრანსკრიფცია სახელწოდებით "Manuel de Codage".

 
გარდა 
იეროგლიფების შესაბამისი ბგერითი ნიშნებისა, უმეტესი ტრანსკრიფციის სისტემა სიტყვის მორფოლოგიური სტრუქტურის გასაგებად შეიცავს ე. წ. სტრუქტურულ ნიშნებს, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფს სიტყვის მორფემებს. მაგალითად ეგვიპტურ ზმნას – jnsbtnsn[12] მეცნიერები ამგვარ ტრანსკრიბირებას გაუკეთებენ: j.nsb.t.n=sn —სუპიქსებისა და პრეფიქსების უკეთ წარმოსაჩენად. სტრუქტურული ნიშნების გამოყენება ჯერ კიდევ არაა ერთსახოვანი და მოწესრიგებული — არსებობს ტრანსკრიფციის სისტემები, რომლებსაც ამგვარი ნიშნები საერთოდ არ გააჩნია, ზოგ სისტემაში კი მათი რიცხვი ხუთამდეა (ვოლფგანგ შენკელი)[13] ასევე ერთი და იგივე სტრუქტურული ნიშანი სხვადასხვა სისტემაში შესაძლოა სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდეს; მაგალითად წერტილი („.“) „ბერლინის სკოლის“ ტრანსკრიფციაში ნაცვალსახელის სუფიქსს გამოყოფს ფუძისაგან, ზოგიერთ ახალ სისტემაში კი იგი სახელების მდედრობით დაბოლოებას აღნიშნავს. სადაც ჯეიმს პ. ალენი ზმნის ფუძისაგან j სუფიქსის გამოსაყოფად წერტილს (".") იყენებდა, იქ ვოლფგანგ შენკელმა ორი წერტილი დასვა (":").
იერატიკული ტექსტების თარგმნისას, ხშირად იგი ჯერ იეროგლიფებით გადაიწერება (ტრანსლიტერაცია), ხოლო შემდეგ ხდემა მისი ტრანსკრიბირება, ამგვარად შესაძლებელი ხდება იერატიკული ნიშნების მნიშვნელობების იდენტიფიკაცია ჩვეულებრივი იეროგლიფების მეშვეობით. ეგვიპტური კურსივი დამწერლობების ნიშნების იდენტიფიკაცია მხოლოდ სპეციალისტების მიერაა შესაძლებელი და მათი ამოცნობა უბრალოდ მოხაზულობის შედარების გზით თითქმის შეუძლებელია. განსხვავდება მხოლოდ დემოტური დამწერლობა, აქ ნიშნებს შორის დისტანცია ძალიან დიდია და მათი გამოცნობა შედარებით ადვილია, ამიტომ დემოტური ტექსტები, სხვა კურსივი ტექსტებისგან განსხვავებით, პირდაპირ ტრანსკრიბირდება და მათი ტრანსლიტერაცია საჭირო არაა.
ეგვიპტურ ენას ჩვენამდე არ მოუღწევია, ასევე მისი შთამომავალი ენა, კოპტურიXVII საუკუნეში აფრიკაში არაბულის გაბატონების გამო მკვდარი ენა გახდა. რადგან ეგვიპტური დამწერლობაც სრულყოფილად არ გადმოგვცემს სიტყვის გამოთქმას (ხმოვნების არქონის გამო), სიტყვებისა და საკუთარი სახელების ტრანკრიფციებში ზუსტი გამოთქმები დღესაც არაა დადგენილი. ამიტომაა, რომ ერთი და იგივე ეგვიპტური სახელი თანამედროვე დამწერლობებით სხვადასხვაგვარად იწერება და გამოითქმის. მაგალითად ეგვიპტური სახელიNfr.t-jy.tj ქართულად იწერება და გამოითქმის როგორც ნეფერტიტი, ხოლო გერმანულად Nofretete (ნოფრეტეტე). ძველი ეგვიპტური სიტყვების ზუსტი გამოთქმების დადგენაში დიდ როლს ასრულებს სხვა, დღემდე შემორჩენილი აფრაზიული ენების ფონეტიკური სტრუქტურა, ასევე იეროგლიფებთან ერთად გაკეთებული ბერძნული და სოლისებრი წარწერები.
იმისათვის, რომ ეგვიპტოლოგებმა გააადვილონ სიტყვების გამოთქმა, ბევრ თანხმოვანს შორის ამატებენ  ხმოვანს, ხოლო რამდენიმე თანხმოვანს ხმოვნის სახით გამოთქვამენ (3და ˁ როგორც w როგორც  ან j და y როგორც ). ეს წესი თითქმის ყოველთვის მოქმედებს, თუმცა არის გამონაკლისებიც; ღმერთებისა და მეფეების სახელები ძირითადად ბერძნული და კოპტური ენების გამოთქმების მიხედვითაა გადმოტანილი თანამედროვე ენებში. მაგალითად სახელი "ამონი" ბერძნულის მიხედვითაა გადმოქართულებული, ეს სიტყვა ეგვიპტოლოგიური ტრანსკრიფციით ამგვარად იწერება Jmn.w. და ჩვეული წესით მისი წაკითხვა შეიძლება, როგორც "იმენუ"; ეს უკანასკნელი ფორმაც ზოგ ენაში მიღებულია. ასევე ეგვიპტური სიტყვა nfrt სხვადასხვა ენაში სხვადასხვანაირადაა დამკვიდრებული და განსხვავებულად გამოითქმის: ნეფერეტ, ნეფრეტ, ნეფერტ და სხვა.


No comments:

Post a Comment