ეგვიპტური იეროგლიფები — ნიშნები ძველეგვიპტური დამწერლობისა, რომლებიც ძველი ეგვიპტური ენის ჩასაწერად გამოიყენებოდა. ეგვიპტური ნიშნები თავდაპირველად წმინდა იეროგლიფური ხასიათისა იყო (ერთი სიმბოლო მთლიან სიტყვას აღნიშნავდა), დროთა განმავლობაში კი დამწერლობა შეივსო თანხმოვნების აღმნიშვნელი სიმბოლოებითა და დამატებითი, დამხმარე ნიშნებით. დამწერლობა გამოიყენებოდა ძვ. წ. 3200–დან ახ. წ. 300–მდე ეგვიპტესა და ნუბიაში. ეგვიპტურ იეროგლიფებს იყენებდა ასევე პტოლემეური ეგვიპტური ენა[1]. შედგებოდა ფონოგრამების (ცალკეული ბგერების სიმბოლოები), დეტემინატივებისა (დამხმარე ნიშნები) და იდეოგრამებისაგან (მთლიანი სიტყვის სიმბოლო). თავდაპირველად სიმბოლოთა რაოდენობა დაახლოებით 700–ს შეადგენდა, ბერძნულ–რომაულ ხანაში კი მათი რიცხვი 7000–მდე გაიზარდა. იეროგლიფთა რაოდენობით ეგვიპტური დამწერლობა ერთ–ერთი უმდიდრესია[2]. ჩვეულებრივიანბანებისაგან განსხვავებით, ეგვიპტური იეროგლიფების თანმიმდევრობა გათვალისწინებული არ იყო; სავარაუდოდ მხოლოდ გვიანი პერიოდის ხანაში უნდა გაწყობილიყო რამდენიმე თანხმოვნის აღმნიშვნელი ნიშანი ანბანურ რიგზე, რომელიც ძალიან გავს, სხვა, იმდროინდელი სამხრეთსემიტური დამწერლობების ანბანურ წყობას.[3]
სახელწოდება [რედაქტირება]
სიტყვა „იეროგლიფი“ ბერძნული სიტყვაა (ἱερογλυφικὰ γράμματα) და ქართულად საღვთო ამოკვეთას, ამოჭრას ნიშნავს. ეს არის მიახლოებითი თარგმანი ბერძნულ ენაზე ეგვიპტური სახელისა zẖ3 n.j mdw.w nṯr, რაც „ღმერთის სიტყვების დამწერლობას“ ნიშნავს. დამწერლობის ამგვარი სახელწოდება მის რელიგიურ დანუშნულებაზე მიუთითებს. თავდაპირველად „იეროგლიფი“ მხოლოდ ეგვიპტური დამწერლობის ნიშანს ერქვა, შემდეგ კი ეს ტერმინი უფრო ზოგადი გახდა და სხვა იდეოგრამებით შედგენილი დამწერლობების სიმბოლოებსაც ეწოდა (მაგალითად „ჩინური იეროგლიფები“).
გაშიფვრა [რედაქტირება]
მას შემდეგ, რაც ახ. წ. IV საუკუნეში ეგვიპტური დამწერლობა გამოუყენებელი გახდა, იეროგლიფების მიმართ ინტერესიევროპაში უფრო გაიზარდა, რადგან მეცნიერებს ეგვიპტის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ გვიანი ანტიკური ბერძნული წარწერები აწვდიდნენ. ჰორაპოლონის ნაშრომში „Hieroglyphica“, ავტორი შეეცადა გაეშიფრა ეგვიპტური სიმბოლოების მნიშვნელობები, თუმცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ ნაშრომი ბევრ შეცდომას შეიცავდა. იყო სწორი მსჯელობებიც, მაგრამ ეს ყველაფერი დამწერლობის გასაშიფრად საკმარისი არ იყო. ჰორაპოლონის მონაცემებით იხელმძღვანელესგერმანელმა იურისტმა ათანასიუს კიხერმა და მისმა მოსწავლეებმა. კიხერის მსჯელობაც მალე აღიარეს მცდარად.
ნაპოლეონის ეგვიპტეში ლაშქრობისას, 1799 წელს ქალაქ როზეტასთან (თანამედროვე ქალაქი რაშიდი) აღმოჩენილ იქნა ე. წ. „როზეტის ქვა“ იდენტური შინაარსის ორენოვანი ტექსტით — ეგვიპტურ (წარწერა შესრულებულია იეროგლიფებითა და დემოტური დამწერლობით) და ძველ ბერძნულ ენებზე. როზეტის ქვა პტოლემეების დინასტიას ეკუთვნოდა და იდეალურ მასალას წარმოადგენდა XVIII-XIX საუკუნის მკვლევართათვის ჯერ კიდევ გამოუკვლეველი დამწერლობის გასაშიფრად.
1802 წლიდან როზეტის ქვა გამოფენილია ბრიტანეთის მუზეუმში. წარწერის გაშიფვრას უშედეგოდ ეცადნენ ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე სილვესტრ დე სასი, შვედი დიპლომატი ოკერბლადი და ინგლისელი ბუნებისმეტყველი თომას იუნგი. 1882 წელს ფრანგმა მეცნიერმა ჟან-ფრანსუა შამპოლიონმა ბერძნული და ეგვიპტური ტექსტის შედარებით სცადა ამოეცნო იეროგლიფების მნიშვნელობები. მან საფუძვლად გამოიყენა ორ ენაზე დაწერილი სახელები „პტოლემეოს“ და „კლეოპატრა“. ამ გზით მან გაშიფრა ის ნიშნები, რომლებიც ამ ორ სიტყვაში შედიოდნენ, შემდგომში კი, სხვა სიტყვების შედარებით ამოიცნო როგორც ერთი, ისე რამდენიმე ბგერის აღმნიშვნელი იეროგლიფებისმნიშვნელობები. ამ აღმოჩენით შამპილიონმა საფუძველი დაუდო ძველეგვიპტური ენისა და ისტორიის შესწავლის ახალ ეტაპს.
No comments:
Post a Comment