შექმნა [რედაქტირება]
ეგვიპტური გადმოცემის თანახმად იეროგლიფები სიბრძნის ღმერთმა — თოტმა შექმნა.
დამწერლობის შექმნა პრედინასტიურ ხანაში უნდა მომხდარიყო. კვლავ პასუხგაუცემელია მნიშვნელოვანი კითხვა: რომელია უფრო ძველი დამწერლობა, სოლისებრი (ლურსმნული) თუ ეგვიპტური. უძველესი არქეოლოგიური მასალები, რომლებზეც იეროგლიფებია გამოსახული, ქალაქ აბიდოსის ნასახლარშია აღმოჩენილი (ნაქადას კულტურა), ძვ. წ. 3500 წლით თარიღდება და პრედინასტიურ ხანას ეკუთვნის[4]. ეს მასალები წინ უსწრებს შუმერული დამწერლობის უძველეს ძეგლებს. უკვე კარგად განვითარებული იეროგლიფები აღმოჩენილია პატარა თიხის ფირფიტებზე. რამდენიმე უძველესი იეროგლიფი მოხაზულობით წააგავს შუმერული დამწერლობის ნიშნებს. ამ მსგავსების გამო, ეგვიპტურ და შუმერულ დამწერლობებს შორის რაიმე კავშირის არსებობა გამორიცხული არაა, თუმცა ეს თემა მეცნიერებისათვის ჯერ კიდევ სადავოა.
ეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობა შეიქმნა მხოლოდ მნიშვნელოვანი მოვლენების ჩაწერის მიზნით, თუმცა იგი, განვითარებასთან ერთად, მალევე გახდა სწრაფი კავშირისა და კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება.
გავრცელება [რედაქტირება]
ეგვიპტურ დამწერლობას თავდაპირველად მეტწილად მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლები ან სასულიერო პირები ხმარობდნენ, შემდგომში კი იგი მთელეგვიპტეში გავრცელდა და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. ეგვიპტის გარდა, ეს დამწერლობა რეგულარულად მხოლოდ ნუბიურ ტერიტორიებშიგამოიყენებოდა. ნუბიელებმა იეროგლიფების გამოყენება ეგვიპტის ბატონობის დროს დაიწყეს და მაშინაც ხმარობდნენ, როცა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. დაახლოებით ძვ. წ. 300 წლისთვის ეგვიპტური წერა ამ რეგიონში ადგილობრივმა, მეროიტულმა დამწერლობამ შეცვალა, რომელიც ძველი, იეროგლიფური დამწერლობისაგან წარმოიშვა. ძველი ებრაული დამწერლობა ძვ. წ. IX-VII საუკუნეებში რიცხვების გამოსახატავად ეგვიპტურ ციფრთა სისტემას იყენებდა, გარდა ამისა, წარმოადგენდა ფინიკიური დამწერლობისაგან ნაწარმოებ კონსონანტურ ანბანს. ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები მეტწილად აქადურ სოლისებრ დამწერლობასიყენებდნენ. ითვლება, რომ სოლისებრი დამწერლობა უკეთესად ერგებოდა სხვა ენებსა და ფონეტიკას, ვიდრე ეგვიპტური.
ეგვიპტის მოსახლეობის რა ნაწილს შეადგენდა წერა–კითხვის მცოდნეთა რიცხვი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მათი რაოდენობა მცირე უნდა ყოფილიყო: ტერმინი „გადამწერი“ დიდხანს იყო „მოხელის“, „თანამდებობის პირის“ სინონიმი, ამიტომ, გადამწერობა ძველ ეგვიპტეში დაფასებული პროფესია იყო.
ბერძნულ–რომაული პერიოდი [რედაქტირება]
ძვ. წ. 323–დან ძვ. წ. 30 წლამდე ეგვიპტეში პტოლემეთა ბერძნულ–მაკედონიური წარმოშობის დინასტია ბატონობდა, მათ შემდეგ კი რომაელები და ბიზანტიელები, ამიტომ სახელმწიფო ენა ბერძნული გახდა. ეგვიპტურმა ენამ ოფიციალური სტატუსი დაკარგა და მხოლოდ სალაპარაკოდ გამოიყენებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. მიუხედავად ამისა, ეგვიპტური იეროგლიფები მაინც გამოიყენებოდა საკრალური ტექსტებისათვის, ხოლო დემოტური დამწერლობა (იეროგლიფების ერთ–ერთი შემდგომი განვითარება) — ყოველდღიურ საქმიანობაში. გარდა ამისა, ხშირად იეროგლიფებით იწერებოდა სამეფო გადაწყვეტილებები და დადგენილებები. ამის გამო გაჩნდა პტოლემეების დადგენილებებისა და დეკრეტების შედგენის ზოგადი წესი: იწერებოდა ბერძნულ ენაზე, მაგრამ ეგვიპტური დამწერლობით. გარდა იმისა, რომ წერის სისტემა შეიცვალა, ეგვიპტურ იეროგლიფებს ბერძნულ–რომაულ პერიოდში დაემატა რამდენიმე ათასი ახალი ნიშანი. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ეგვიპტური იეროგლიფური მწერლობაც თანდათან ხმარებიდან ამოვარდა. უკანასკნელი დათარიღებული წარწერა, რომელიც იეროგლიფებითაა შესრულებული, ახ. წ.394 წელს ეკუთვნის.
წერის მიმართულება [რედაქტირება]
თავდაპირველად იეროგლიფები სვეტებში ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ იწერებოდა, თუმცა დამწერლობის გრაფიკული საფუძველიდან გამომდინარე, წერის მიმართულების შეცვლა ხშირი იყო. იშვიათ შემთხვევებში გვხვდებაბუსტროფედონის სახით (პირველი ხაზი მარცხნიდან მარჯვნივ, მეორე – მარჯვნიდან მარცხნივ...) შესრულებული ტექსტები. ნაწერის მიმართულების დადგენა მარტივია: ყველა ნიშანი ტექსტის დასაწყისისკენ იყურება; თუკი იეროგლიფები მარჯვნისაკენაა შეტრიალებული, ე. ი. ტექსტი მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება. ყველაზე ნათლად ეს ცხოველის ან ადამიანის ფორმის გამოსახულებებით ირკვევა, რომლებიც ეგვიპტურ იეროგლიფებში მრავლადაა.
სიტყვების ერთმანეთისაგან გამოყოფა ეგვიპტურად წერისას მიღებული არ იყო. სიტყვის ბოლოს ხშირად სიტყვის დასრულების აღმნიშვნელი დეტერმინატივი მიგვანიშნებდა.
დეტერმინატივები [რედაქტირება]
ვინაიდან ეგვიპტური იეროგლიფებით მხოლოდ თანხმოვნების ჩაწერა იყო შესაძლებელი, ბევრ განსხვავებული მნიშვნელობის სიტყვას ერთნაირი დაწერილობა ჰქონდა (შედარებისათვის, ქართული სიტყვები პირი და პური მხოლოდ თანხმოვნებით რომ ჩაიწეროს, ორივე იქნება პრ). დეტერმინატივების თავდაპირველი ფუნქცია სწორედ სხვადასახვა გამოთქმისა და მნიშვნელობის, მაგრამ ერთი დაწერილობის სიტყვების ერთმანეთისაგან განსხვავება იყო. შემდეგ კი დეტერმინატივებს სხვა, ზოგად სიტყვებსაც უწერდნენ. დეტერმინატივების, ანუ კლასიფიკატორების იეროგლიფები სიტყვის ბოლოში დაისმებოდა და მათი მოხაზულობა ახლოს იყო სიტყვის მნიშვნელობასთან, ისინი აზუსტებდნენ სიტყვის მნიშვნელობას. ასე მაგალითად, იეროგლიფი |
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ჩამოთვლილია რამდენიმე სიტყვა, რომელთა მნიშვნელობები განსხვავებულია, ერთნაირად იწერება, მაგრამ მხოლოდდეტერმინატივებით (ბოლო იეროგლიფით) განსხვავდება:
სიტყვა | თანამედროვე ეგვიპტოლოგიური ტრანსკრიფცია | სიტყვის მნიშვნელობა | დეტერმინატივით გამოსახული საგანი | დეტერმინატივის მნიშვნელობა | |||
---|---|---|---|---|---|---|---|
wn | გაღება | კარის სახელური | ჭიშკარი/კარი/შესასვლელი ასევე გაღება | ||||
wn(j) | აჩქარება | ორი ფეხი | მოძრაობა | ||||
wn | შეცდომა; დანაშაული; საყვედური | ბეღურა | ცუდი, უშნო და სხვა | ||||
wn | მელოტი | თმის ღერები | თმა, თმიანი; დარდი, მოწყენილი |
დეტერმინატივების სხვა მაგალითებია:
იეროგლიფები კომპიუტერულ სისტემებში [რედაქტირება]
ეგვიპტური იეროგლიფების რთული და არაკანონზომიერი მოხაზულობების გამო, ამ დამწერლობის უნიკოდი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მისი შემუშავება დაგეგმილია. მიუხედავად ამისა, არსებობს იეროგლიფების სრული სიის შემცველი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც კოდირებისათვის ASCII ნიშნებს იყენებს. ამასთანავე ამ პროგრამის საშუალებით შესაძლებელია არეულად დალაგებული იეროგლიფების სწორად განლაგება, თავისი ადგილის მიჩენა. ზოგიერთი იეროგლიფის კოდი ემთხვევა ნომერს გარდინერის სიაში ან შესაბამის გამოთქმას. იეროგლიფების ჩაწერის ამ მეთოდს მისი პუბლიკაციის[14] შემდეგ Manuel-de-Codage-Format, ან მოკლედ MdC ეწოდა. ამ წესით კოდირების მაგალითისთვის მოყვანილია ერთერთი ეგვიპტური სტელა (პარიზი, ლუვრის ექსპონანტი) და მისი MdC კოდირება:
sw-di-Htp:t*p i-mn:n:ra*Z1 sw-t:Z1*Z1*Z1 nTr ir:st*A40 i-n:p*w nb:tA:Dsr O10 Hr:tp R19 t:O49 nTr-nTr Hr:Z1 R2 =z:n:Z2 Szp:p:D40 z:n:nw*D19:N18 pr:r:t*D54
|
გადამწერის პროფესია და განათლება [რედაქტირება]
გადამწერის საქმე ძველ ეგვიპტეში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაფასებული პროფესია იყო. ეგვიპტური სიტყვა "სეშ" გამოხატავდა როგორც გადამწერს, ისე თანამდებობის პირს. გასაკვირია, მაგრამ ეგვიპტური სკოლისა და განათლების სისტემაზე ბევრი არაფერია ცნობილი. ძველი სამეფოს პერიოდისათვის ცნობილია ფამულუსის სისტემა: ბავშვები წერას სწავლობდნენ მშობლებისგან ან სხვა, წერა–კითხვის მცოდნე პირებისაგან, რომლებიც თავიდან ბავშვებს დამხმარე სამუშაოებისათვის იყენებდნენ და პარალელურად თანდათან ასწავლიდნენ დამწერლობასაც[15]. შუა სამეფოს პერიოდისათვის გვხვდება სპეციალური დოკუმენტები ბავშვებისათვის, რომლებიც ახალ სამეფოში უკვე კარგადაა განვითარებული. ბავშვების განათლება იწყებოდა ერთ–ერთი კურსივი შრიფტისაგან (იერატიკული, მოგვიანებით დემოტური). იეროგლიფები მხოლოდ ამის შემდეგ ისწავლებოდა და მას ყველა მოსწავლე არ ფლობდა.
შუა სამეფოს ხანიდან არსებობს „წიგნი კემიტი“, რომელიც აშკარად სპეციალურად მოსწავლე ბავშვებისთვისაა დაწერილი. "ხეტის სწავლების" მიხედვით, სარგებლიანია გადამწერის პროფესია და იქვე აღნიშნულია უსარგებლო, არახელსაყრელი პრობესიები, ძირითადად ხელოსნებისა და მიწათმოქმედების საქმიანობები.