Thursday, May 31, 2012

იეროგლიფების ფუნქციები


ეგვიპტური იეროგლიფები ასრულებდნენ სამი სახის ფუნქციას: ფონოგრამებისდეტერმინატივისა და იდეოგრამების. ნიშნების უმეტესობა ამ სამიდან მხოლოდ ერთ, ან მაქსიმუმ ორ ფუნქციას ასრულებდა; მხოლოდ რამდენიმე იეროგლიფია ისეთი, რომელიც ერთდროულად სამივე დანიშნულებით გამოიყენება. ერთსა და იმავე იეროგლიფს სხვადასხვა შემთხვევაში შესაძლოა განსხვავებული ფუნქცია ჰქონოდა; მაგალითად ნიშანი
ra
სიტყვაში
ra
Z1
(rˁ(w) – მზის ღმერთი) არის იდეოგრამი, ხოლო იმავე სიტყვის სრულ ფორმაში –
r
a
ra
Z1
იგივე ნიშანი დეტერმინატივის ფუნქციას ასრულებს. ნიშანი
pr
სიტყვაში
pr
r
D54
(გასვლა) ასრულებს ფონოგრამის მოვალეობას და გამოითქმის როგორც პრ (pr(j)), მაგრამ სიტყვაში
pr
Z1
(სახლი), იგი ლოგოგრამის ფუნქციას ასრულებს.
ძირითადი ეგვიპტური იეროგლიფების ფუნქციები და მნიშვნელობები მოცემულია გარდინერის სიაში [5]. რამდენიმე მაგალითი ერთი და იგივე იეროგლიფის სხვადასხვა დანიშნულებისა მოყვანილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
იეროგლიფიფუნქციაგამოთქმამნიშვნელობა
pr
სიტყვაში
pr
r
D54
ფონოგრამაpr (/p/+/r/)არ აქვს
pr
სიტყვაში
pr
Z1
იდეოგრამაpr(w)„სახლი“
pr
სიტყვაში
a
t
pr
დეტერმინატივი– არ აქვს –{საცხოვრებელი}

ფონოგრამები [რედაქტირება]

ფონოგრამებად გამოიყენებოდა ისეთი იეროგლიფები, რომლებსაც დამოუკიდებლად, სიტყვის გარეშეც ჰქონდათ საკუთარი გამოთქმა. ისევე როგორც ტრადიციულ არაბულ დაებრაულ დამწერლობებს, ეგვიპტურსაც არ გააჩნია ხმოვნის აღმნიშვნელი იეროგლიფები, იეროგლიფებით მხოლოდ თანხმოვნის ჩაწერა შეიძლებოდა. ამასთანავე არსებობდა ფონოგრამები, რომლებიც მხოლოდ ერთ თანხმოვანს გამოხატავნდენ და არსებობდა რამდენიმე თანხმოვნის გამოთქმის მქონე ნიშნებიც. მაგალითად, ორთანხმოვნიანია ფონოგრამა
wn
/w/+/n/ და იკითხება wn; სამთანხმოვნიანია
Htp
/ḥ/+/t/+/p/ ḥtp. რამდენიმეთანხმოვნიანი ფონოგრამების გამოყენებისას არ იყო გათვალისწინებული, იყო თუ არა სიტყვის გამოთქმისას მოცემულ თანხმოვნებს შორის ხმოვანიბგერა[6].

ერთ თანხმოვნიანი ნიშნები [რედაქტირება]
ეგვიპტური იეროგლიფებიდან ძირითადია 27 ფონოგრამა, რომელთაგან თითოეული მხოლოდ ერთ თანხმოვანს გამოხატავს, ხმოვნის აღმნიშვნელი ნიშანი არ არსებობს. ასე რომ, ეს იეროგლიფები შეიძლება „კონსონანტური დამწერლობის“ ერთ–ერთ სახედ ჩაითვალოს; თუმცა ეგვიპტური დამწერლობა არასოდეს ყოფილა ანბანური შრიფტი, მიუხედავად მისი კონსონანტური ნიშნებისა. ამ ნიშნებს დღეს თანამედროვე საკუთარი სახელების ჩასაწერად იყენებენ მათი სამეცნიერო ლათინური ტრანსკრიფციების მიხედვით, თუმცა ხშირ შემთხვევაში ტრანსკრიფციაში მითითებული ლათინური ბგერა არაა იმ ბგერის იდენტური, რომელსაც იეროგლიფი აღნიშნავს. მეცნიერები კეთილხმოვნებისათვის ხუთ–ექვს იეროგლიფს ხმოვნებს მიაწერენ, თუმცა სინამდვილეში კლასიკურ ეგვიპტურ ენაში ისინი თანხმოვნებს გამოხატავს.

გადამწერის პროფესია და განათლება


გადამწერის საქმე ძველ ეგვიპტეში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაფასებული პროფესია იყო. ეგვიპტური სიტყვა "სეშ" გამოხატავდა როგორც გადამწერს, ისე თანამდებობის პირს. გასაკვირია, მაგრამ ეგვიპტური სკოლისა და განათლების სისტემაზე ბევრი არაფერია ცნობილი. ძველი სამეფოს პერიოდისათვის ცნობილია ფამულუსის სისტემა: ბავშვები წერას სწავლობდნენ მშობლებისგან ან სხვა, წერა–კითხვის მცოდნე პირებისაგან, რომლებიც თავიდან ბავშვებს დამხმარე სამუშაოებისათვის იყენებდნენ და პარალელურად თანდათან ასწავლიდნენ დამწერლობასაც[15]. შუა სამეფოს პერიოდისათვის გვხვდება სპეციალური დოკუმენტები ბავშვებისათვის, რომლებიც ახალ სამეფოში უკვე კარგადაა განვითარებული. ბავშვების განათლება იწყებოდა ერთ–ერთი კურსივი შრიფტისაგან (იერატიკული, მოგვიანებით დემოტური). იეროგლიფები მხოლოდ ამის შემდეგ ისწავლებოდა და მას ყველა მოსწავლე არ ფლობდა.
შუა სამეფოს ხანიდან არსებობს „წიგნი კემიტი“, რომელიც აშკარად სპეციალურად მოსწავლე ბავშვებისთვისაა დაწერილი. "ხეტის სწავლების" მიხედვით, სარგებლიანია გადამწერის პროფესია და იქვე აღნიშნულია უსარგებლო, არახელსაყრელი პრობესიები, ძირითადად ხელოსნებისა და მიწათმოქმედების საქმიანობები.

იეროგლიფის ტრანსკრიფცია


ეგვიპტური ტექსტების თარგმნისას ხშირად გამოიყენება ეგვიპტოლოგიური ტრანსკრიფცია — სპეციალური სიმბოლოები (უმეტესად ლათინური შრიფტის მიხედვით შექმნილი), რომლებიც ეგვიპტური იეროგლიფების გამოთქმებს შეესაბამება. ეგვიპტოლოგიური ტრანსკრიფციის მთავარი მიზანია გააადვილოს ეგვიპტური ტექსტის კითხვა და სიტყვების მნიშვნელობების ამოცნობა მათი გამოთქმების საფუძველზე. ტრანსკრიფციის ნიშნები მხოლოდ ფონეტიკური ხასიათის იეროგლიფის გამოთქმებს გადმოგვცემენ, ხოლო დეტერმინატივებისა და სხვა გამოთქმის არმქონე იეროგლიფების აღმნიშვნელი ნიშნები სამეცნიერო ტრანსკრიფციაში არ არსებობს. ეგვიპტური დამწერლობისათვის არსებობს რამდენიმე სხვადასხვაგვარი ტრანსკრიფცია, თუმცა თითოეული მათგანი ერთმანეთისაგან მხოლოდ ტრანსკრიფციის ნიშნებით განსხვავდება, ხოლო საფუძველი ყველას ერთი აქვს. მაგალითად ეგვიპტური იეროგლიფის
T
გამოთქმას IPA სისტემოთ შეესაბამება /tš/ ბგერა, ზოგიერთი მეცნიერი მისი ტრანსკრიბირებისას  ამ ნიშანს იყენებს, ზოგი კი – č ნიშანს. ინტერნეტში წერისას ყველაზე ხშირად გამოიყენება ტრანსკრიფცია სახელწოდებით "Manuel de Codage".

 
გარდა 
იეროგლიფების შესაბამისი ბგერითი ნიშნებისა, უმეტესი ტრანსკრიფციის სისტემა სიტყვის მორფოლოგიური სტრუქტურის გასაგებად შეიცავს ე. წ. სტრუქტურულ ნიშნებს, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფს სიტყვის მორფემებს. მაგალითად ეგვიპტურ ზმნას – jnsbtnsn[12] მეცნიერები ამგვარ ტრანსკრიბირებას გაუკეთებენ: j.nsb.t.n=sn —სუპიქსებისა და პრეფიქსების უკეთ წარმოსაჩენად. სტრუქტურული ნიშნების გამოყენება ჯერ კიდევ არაა ერთსახოვანი და მოწესრიგებული — არსებობს ტრანსკრიფციის სისტემები, რომლებსაც ამგვარი ნიშნები საერთოდ არ გააჩნია, ზოგ სისტემაში კი მათი რიცხვი ხუთამდეა (ვოლფგანგ შენკელი)[13] ასევე ერთი და იგივე სტრუქტურული ნიშანი სხვადასხვა სისტემაში შესაძლოა სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდეს; მაგალითად წერტილი („.“) „ბერლინის სკოლის“ ტრანსკრიფციაში ნაცვალსახელის სუფიქსს გამოყოფს ფუძისაგან, ზოგიერთ ახალ სისტემაში კი იგი სახელების მდედრობით დაბოლოებას აღნიშნავს. სადაც ჯეიმს პ. ალენი ზმნის ფუძისაგან j სუფიქსის გამოსაყოფად წერტილს (".") იყენებდა, იქ ვოლფგანგ შენკელმა ორი წერტილი დასვა (":").
იერატიკული ტექსტების თარგმნისას, ხშირად იგი ჯერ იეროგლიფებით გადაიწერება (ტრანსლიტერაცია), ხოლო შემდეგ ხდემა მისი ტრანსკრიბირება, ამგვარად შესაძლებელი ხდება იერატიკული ნიშნების მნიშვნელობების იდენტიფიკაცია ჩვეულებრივი იეროგლიფების მეშვეობით. ეგვიპტური კურსივი დამწერლობების ნიშნების იდენტიფიკაცია მხოლოდ სპეციალისტების მიერაა შესაძლებელი და მათი ამოცნობა უბრალოდ მოხაზულობის შედარების გზით თითქმის შეუძლებელია. განსხვავდება მხოლოდ დემოტური დამწერლობა, აქ ნიშნებს შორის დისტანცია ძალიან დიდია და მათი გამოცნობა შედარებით ადვილია, ამიტომ დემოტური ტექსტები, სხვა კურსივი ტექსტებისგან განსხვავებით, პირდაპირ ტრანსკრიბირდება და მათი ტრანსლიტერაცია საჭირო არაა.
ეგვიპტურ ენას ჩვენამდე არ მოუღწევია, ასევე მისი შთამომავალი ენა, კოპტურიXVII საუკუნეში აფრიკაში არაბულის გაბატონების გამო მკვდარი ენა გახდა. რადგან ეგვიპტური დამწერლობაც სრულყოფილად არ გადმოგვცემს სიტყვის გამოთქმას (ხმოვნების არქონის გამო), სიტყვებისა და საკუთარი სახელების ტრანკრიფციებში ზუსტი გამოთქმები დღესაც არაა დადგენილი. ამიტომაა, რომ ერთი და იგივე ეგვიპტური სახელი თანამედროვე დამწერლობებით სხვადასხვაგვარად იწერება და გამოითქმის. მაგალითად ეგვიპტური სახელიNfr.t-jy.tj ქართულად იწერება და გამოითქმის როგორც ნეფერტიტი, ხოლო გერმანულად Nofretete (ნოფრეტეტე). ძველი ეგვიპტური სიტყვების ზუსტი გამოთქმების დადგენაში დიდ როლს ასრულებს სხვა, დღემდე შემორჩენილი აფრაზიული ენების ფონეტიკური სტრუქტურა, ასევე იეროგლიფებთან ერთად გაკეთებული ბერძნული და სოლისებრი წარწერები.
იმისათვის, რომ ეგვიპტოლოგებმა გააადვილონ სიტყვების გამოთქმა, ბევრ თანხმოვანს შორის ამატებენ  ხმოვანს, ხოლო რამდენიმე თანხმოვანს ხმოვნის სახით გამოთქვამენ (3და ˁ როგორც w როგორც  ან j და y როგორც ). ეს წესი თითქმის ყოველთვის მოქმედებს, თუმცა არის გამონაკლისებიც; ღმერთებისა და მეფეების სახელები ძირითადად ბერძნული და კოპტური ენების გამოთქმების მიხედვითაა გადმოტანილი თანამედროვე ენებში. მაგალითად სახელი "ამონი" ბერძნულის მიხედვითაა გადმოქართულებული, ეს სიტყვა ეგვიპტოლოგიური ტრანსკრიფციით ამგვარად იწერება Jmn.w. და ჩვეული წესით მისი წაკითხვა შეიძლება, როგორც "იმენუ"; ეს უკანასკნელი ფორმაც ზოგ ენაში მიღებულია. ასევე ეგვიპტური სიტყვა nfrt სხვადასხვა ენაში სხვადასხვანაირადაა დამკვიდრებული და განსხვავებულად გამოითქმის: ნეფერეტ, ნეფრეტ, ნეფერტ და სხვა.


Friday, May 18, 2012

ეგვიპტური იეროგლიფები

ეგვიპტური იეროგლიფები — ნიშნები ძველეგვიპტური დამწერლობისა, რომლებიც ძველი ეგვიპტური ენის ჩასაწერად გამოიყენებოდა. ეგვიპტური ნიშნები თავდაპირველად წმინდა იეროგლიფური ხასიათისა იყო (ერთი სიმბოლო მთლიან სიტყვას აღნიშნავდა), დროთა განმავლობაში კი დამწერლობა შეივსო თანხმოვნების აღმნიშვნელი სიმბოლოებითა და დამატებითი, დამხმარე ნიშნებით. დამწერლობა გამოიყენებოდა ძვ. წ. 3200–დან ახ. წ. 300–მდე ეგვიპტესა და ნუბიაში. ეგვიპტურ იეროგლიფებს იყენებდა ასევე პტოლემეური ეგვიპტური ენა[1]. შედგებოდა ფონოგრამების (ცალკეული ბგერების სიმბოლოები), დეტემინატივებისა (დამხმარე ნიშნები) და იდეოგრამებისაგან (მთლიანი სიტყვის სიმბოლო). თავდაპირველად სიმბოლოთა რაოდენობა დაახლოებით 700–ს შეადგენდა, ბერძნულ–რომაულ ხანაში კი მათი რიცხვი 7000–მდე გაიზარდა. იეროგლიფთა რაოდენობით ეგვიპტური დამწერლობა ერთ–ერთი უმდიდრესია[2]. ჩვეულებრივიანბანებისაგან განსხვავებით, ეგვიპტური იეროგლიფების თანმიმდევრობა გათვალისწინებული არ იყო; სავარაუდოდ მხოლოდ გვიანი პერიოდის ხანაში უნდა გაწყობილიყო რამდენიმე თანხმოვნის აღმნიშვნელი ნიშანი ანბანურ რიგზე, რომელიც ძალიან გავს, სხვა, იმდროინდელი სამხრეთსემიტური დამწერლობების ანბანურ წყობას.[3]

სახელწოდება [რედაქტირება]

სიტყვა „იეროგლიფი“ ბერძნული სიტყვაა (ἱερογλυφικὰ γράμματα) და ქართულად საღვთო ამოკვეთას, ამოჭრას ნიშნავს. ეს არის მიახლოებითი თარგმანი ბერძნულ ენაზე ეგვიპტური სახელისა zẖ3 n.j mdw.w nṯr, რაც „ღმერთის სიტყვების დამწერლობას“ ნიშნავს. დამწერლობის ამგვარი სახელწოდება მის რელიგიურ დანუშნულებაზე მიუთითებს. თავდაპირველად „იეროგლიფი“ მხოლოდ ეგვიპტური დამწერლობის ნიშანს ერქვა, შემდეგ კი ეს ტერმინი უფრო ზოგადი გახდა და სხვა იდეოგრამებით შედგენილი დამწერლობების სიმბოლოებსაც ეწოდა (მაგალითად „ჩინური იეროგლიფები“).

გაშიფვრა [რედაქტირება]


შამპილიონის მიერ გაშიფრული ორენოვანი წარწერა, "პტოლემაიოს" და "კლეოპატრა" ბერძნულ და ეგვიპტურ დამწერლობებზე.
მას შემდეგ, რაც ახ. წ. IV საუკუნეში ეგვიპტური დამწერლობა გამოუყენებელი გახდა, იეროგლიფების მიმართ ინტერესიევროპაში უფრო გაიზარდა, რადგან მეცნიერებს ეგვიპტის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ გვიანი ანტიკური ბერძნული წარწერები აწვდიდნენ. ჰორაპოლონის ნაშრომში „Hieroglyphica“, ავტორი შეეცადა გაეშიფრა ეგვიპტური სიმბოლოების მნიშვნელობები, თუმცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ ნაშრომი ბევრ შეცდომას შეიცავდა. იყო სწორი მსჯელობებიც, მაგრამ ეს ყველაფერი დამწერლობის გასაშიფრად საკმარისი არ იყო. ჰორაპოლონის მონაცემებით იხელმძღვანელესგერმანელმა იურისტმა ათანასიუს კიხერმა და მისმა მოსწავლეებმა. კიხერის მსჯელობაც მალე აღიარეს მცდარად.
ნაპოლეონის ეგვიპტეში ლაშქრობისას, 1799 წელს ქალაქ როზეტასთან (თანამედროვე ქალაქი რაშიდი) აღმოჩენილ იქნა ე. წ. „როზეტის ქვა“ იდენტური შინაარსის ორენოვანი ტექსტით — ეგვიპტურ (წარწერა შესრულებულია იეროგლიფებითა და დემოტური დამწერლობით) და ძველ ბერძნულ ენებზე. როზეტის ქვა პტოლემეების დინასტიას ეკუთვნოდა და იდეალურ მასალას წარმოადგენდა XVIII-XIX საუკუნის მკვლევართათვის ჯერ კიდევ გამოუკვლეველი დამწერლობის გასაშიფრად.
1802 წლიდან როზეტის ქვა გამოფენილია ბრიტანეთის მუზეუმში. წარწერის გაშიფვრას უშედეგოდ ეცადნენ ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე სილვესტრ დე სასი, შვედი დიპლომატი ოკერბლადი და ინგლისელი ბუნებისმეტყველი თომას იუნგი1882 წელს ფრანგმა მეცნიერმა ჟან-ფრანსუა შამპოლიონმა ბერძნული და ეგვიპტური ტექსტის შედარებით სცადა ამოეცნო იეროგლიფების მნიშვნელობები. მან საფუძვლად გამოიყენა ორ ენაზე დაწერილი სახელები „პტოლემეოს“ და „კლეოპატრა“. ამ გზით მან გაშიფრა ის ნიშნები, რომლებიც ამ ორ სიტყვაში შედიოდნენ, შემდგომში კი, სხვა სიტყვების შედარებით ამოიცნო როგორც ერთი, ისე რამდენიმე ბგერის აღმნიშვნელი იეროგლიფებისმნიშვნელობები. ამ აღმოჩენით შამპილიონმა საფუძველი დაუდო ძველეგვიპტური ენისა და ისტორიის შესწავლის ახალ ეტაპს.